ერთი ტონა სპილენძის ფასმა ლონდონის ლითონის ბირჟაზე $9,365 შეადგინა.
სპილენძი რამდენიმე ფაქტორმა გააძვირება, რადგან ინვესტორებმა საჭირო ინდუსტრიული ლითონის შესყიდვები გაზარდეს. ისინი გლობალური მოთხოვნის ზრდას ელოდებიან, რამაც შესაძლოა მიწოდებაში დეფიციტი შექმნას.
ამასთანავე გლობალურად წარმოების სექტორში ზრდა ფიქსირდება, რაც აჩენს ბადებს იმედს, რომ მომავალში სპილენძზე მოთხოვნა მოიმატებს.
ამასთან, იზრდება მოლოდინი, რომ ინდოეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადებული მასშტაბური ინვესტიციები და ხელოვნური ინტელექტის გლობალური განვითარება სპილენძის საჭიროების ახალ ზონებს გააჩენს.
ლითონების გაძვირებას ბიძგს აძლევს სუსტი დოლარიც, რომელიც ყველაზე დაბალ ნიშნულზეა 21 მარტის შემდეგ.
სპილენძს მაქსიმალური ფასი 2023 წლის იანვარში ჰქონდა, როცა ტონა $9,397,50-ად იყიდებოდა.
გაძვირდა ალუმინიც, რომლის ფასი ხუთშაბათს ტონაზე $2461,50 იყო, რაც მაქსიმალურია 2023 წლის აპრილის შემდეგ.