შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი, სამართალდამცავებისთვის 300 ათას ლარად ლანჩის ნაკრებების შესყიდვაზე, ჩაიშალა. ამის გამო შსს ლანჩის ნაკრებების შეძენას ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით ითხოვს.
ლანჩის ნაკრებების ტენდერი 28 ნოემბერს გამოცხადდა. ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 11 დეკემბერს ამოიწურა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია, შესაბამისად ტენდერი არ შედგა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ლანჩის ნაკრები ორი კომპლექტისგან შედგებოდა. ერთის ღირებულებს 8.85 ლარს შეადგენდა, მეორის – 11.95 ლარს.
სულ საუბარია არაუმეტეს 24 000 კომპლექტი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე.
სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ გამარტივებული შესყიდვა განპირობებულია, თბილისში 2024 წლის დეკემბრის თვეში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების ლანჩის ნაკრებით უზრუნველსაყოფად.
წყარო: bpn