სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები უკრაინის არმიის კონტრშეტევისთვის მომზადების შესახებ. საიდუმლო დოკუმენტები, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს და NATO-ს ეკუთვნოდა.
New York Times წერს, რომ 1-ელი მარტით დათარიღებული დოკუმენტები Twitter-ით და Telegram-ით გავრცელდა. დოკუმენტები შესაძლოა, ნაწილობრივ შეცვლილი იყოს. არ არის დასახელებული უკრაინის არმიის მომავალი შეტევის დრო და ადგილი, თუმცა, შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ბრიგადა უნდა მომზადდეს და რა რაოდენობის ტექნიკას მიიღებენ.
ვარაუდობენ, რომ დოკუმენტების გარკვეული მონაკვეთები შეცვლილია და მონაცემები დედანისგან განსხვავებულადაა გადმოცემული. კერძოდ, გაზრდილია ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების რაოდენობა, ხოლო დაღუპული რუსების მაჩვენებელი შემცირებულია. მისი გაყალბება შესაძლოა, მიუთითებდეს რუსეთის სასარგებლოდ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაზე. თუმცა, შეიარაღების მიწოდების გრაფიკის, ბატალიონების რაოდენობისა და სხვა მონაცემების გასაჯაროება აშშ-ის დაზვერვის სერიოზული ხარვეზს წარმოადგენს.
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ იკვლევენ სოციალური ქსელებით მონაცემების გავრცელების საკითხს. გამოცემის თანახმად, შესაბამისი სამსახურები ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობენ Twitter-იდან და Telegram-იდან ამ მასალების წაშლას.