საფრანგეთის სიდიდით მესამე ბანკი „სოსიეტე ჯენერალი”(Societe Generale) სამსახურიდან 900-ზე მეტ თანამშრომელს გაუშვებს. ბანკი სამუშაო ადგილების შემცირებით ხარჯების დაზოგვას და მოგების გაზრდას ცდილობს.
შემცირება ძირითადად IT განყოფილებებს და სხვა დამხმარე ფუნქციების შემსრულებლებს შეეხებათ. საერთო ჯამში 900-1000 თანამშრომელი კომპანიის მთლიანი საშტატო ერთეულის 2%-ზე ნაკლებია.
2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, SocGen-ის საფრანგეთის ქსელში დაახლოებით 52,000 ადამიანია დასაქმებული. ბანკს დაახლოებით 112,000 თანამშრომელი ჰყავს გლობალურ ქსელში.