სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა და რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით – 7,75%-მდე შეამცირა.
მონეტარული პოლიტიკის 8%-იანი განაკვეთი 11 ივნისიდან მოქმედებდა.
ეს არის მეხუთე შემცირება მიმდინარე წლის დასაწყისიდან. გასული წლის განმავლობაში სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 5-ჯერ შეამცირა.