სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0,25 პროცენტული პუნქტით (pp) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ით განისაზღვრა.
8,25%-იანი განაკვეთი 2 მაისიდან მოქმედებდა, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკმა ის ასევე 0,25 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
ეს ზედიზედ მეოთხე შემცირებაა მიმდინარე წლის დასაწყისიდან. 2023 წელს მარეგულირებელმა განაკვეთი 5-ჯერ შეამცირა.