2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში სომხეთიდან მოჭრილი ყვავილების და კოკრების იმპორტი 77%-ით გაიზარდა.
თუ 2023 წლის ოთხ თვეში მეზობელი ქვეყანიდან $473.86 ათასის ყვავილი შემოვიდა, წელს ეს მაჩვენებელი $839.22 ათასამდე გაიზარდა.
საქართველოსთვის მთავარ იმპორტიორად კი კვლავ ეკვადორი რჩება, $1.251 მლნ-ს იმპორტით.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ მსოფლიოს 11 ქვეყანაში $3.686 მლნ-ს ღირებულების მოჭრილი ყვავილები და კოკრები იყიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 113%-ით მეტია. 2023 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში $1.731 მლნ-ს ყვავილები შემოვიდა.
Top-5 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ეკვადორი – $1.251 მლნ
- სომხეთი – $839.22 ათასი
- ნიდერლანდები – $490.19 ათასი
- თურქეთი – $487.55 ათასი
- კენია – $370.92 ათასი
ცოცოხალი ყვავილები შედარებით მცირე რაოდენობით შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან: ეთიოპია, ინდოეთი, ირანი და აზერბაიჯანი.