2022 წელს ილონ მასკის მიერ სოციალური ქსელის Twitter-ის შესყიდვა ყველაზე წარუმატებელი ოპერაცია გამოდგა 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ ბანკებისთვის, რომლებმაც მილიარდერი დააფინანსეს. ამის შესახებ წერს The Wall Street Journal.
შვიდმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, მათ შორის Morgan Stanley-მ და Bank of America-მ, მასკს $13 მილიარდის სესხი მისცეს სოციალური ქსელის შესაძენად. როგორც ცნობილია, მასკმა Twitter-ში $44 მილიარდი გადაიხადა.
ბანკები, რომლებიც აფინანსებენ ასეთ გარიგებებს, როგორც წესი, სწრაფად ყიდიან ასეთ ვალს სხვა ინვესტორებზე, რათა ის საკუთარი ბალანსიდან ამორიცხონ. თუმცა, ამ შემთხვევაში, სოციალური ქსელის სუსტი მუშაობის გამო, $13 მილიონის ვალი ბანკების ბალანსზე ორი წლის განმავლობაში დარჩა.
ბანკების ბალანსზე არსებული სესხების გაუფასურება, როგორც წესი, უარყოფითად აისახება მათ მოგებაზე. გარდა ამისა, მაღალი რისკის მქონე ვალების გრძელვადიანი შეკავება მარეგულირებელთა ყურადღებას იპყრობს.
გარიგების დადებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, მასკი კვლავ იბრძვის X-ში პრობლემების დასაძლევად. 2023 წლის ოქტომბერში კომპანია $19 მილიარდად იყო შეფასებული, რაც 2,3-ჯერ ნაკლებია იმ ფასზე, რაც მასში მასკმა გადაიხადა.