International Data Corporation-ის წინასწარი მონაცემებით, სმარტფონების გლობალური მიწოდება წლის მეორე კვარტალში 6,5%-ით გაიზარდა და 285,4 მლნ ერთეული შეადგინა. მაჩვენებელი ზედიზედ ოთხი კვარტალია – აღნიშნულია IDC წინასწარ მონაცემებში.
გლობალურ ბაზართან შედარებით, საქართველოში სმარტფონების იმპორტი მცირდება.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში შემოვიდა $90.993 მლნ-ს ღირებულების სატელეფონო აპარატები ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მაჩვენებელმა $111.207 მლნ შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ წელს, როგორც 2023-ში სმარტფონების უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო, რაზეც მთლიანი იმპორტის 55.7% მოდიოდა. მეორე ადგილზე, 23/6%-ით არის ჩეხეთი, საიდანაც საქართველოში წელს $21.535 მლნ-ს ღირებულების ტელეფონები შემოვიდა, სამეულშია ვიეტნამი – $9.278 მლნ-ს იმპორტით.
ამასთან, წელს საქართველომ სმარტფონები შეიძინა ინდოეთში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, რუსეთსა და ა.შ.