უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ტერაქტისთვის მზადება დაასრულა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად განათავსა აღჭურვილობები ასაფეთქებელი ნივთიერებებით.
რუსებმა შეიძლება, მოაწყონ ავარია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რაც გამოწვეული იქნება სადგურის ელექტრომომარაგების ხაზებზე ძაბვის ზრდით. ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ტერაქტის გეგმა სრულად არის შემუშავებული და დამტკიცებული. რუსეთს უნდა ბირთვული კატასტროფის ზონის შექმნა უკრაინის ჯარის წინსვლის შესაჩერებლად,“ – განმარტა ბუდანოვმა.
მისი თქმით, არსებობს იმის რისკიც, რომ რუსეთმა განახორციელოს რადიაციული გაჟონვა, როგორც „პრევენციული ღონისძიება“, რათა შეაჩეროს უკრაინის კონტრშეტევა და გაყინოს ფრონტის ხაზი ამჟამინდელი სახით.
რუსებს დანაღმული აქვთ ატომური ელექტროსადგური. მათ ხელშია რეაქტორების გამაგრილებელი აუზიც.