სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის $926 მილიონის გადახდა დააკისრა, – ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სინგაპურში დაფუძნებულმა Credit Suisse Trust Ltd-მა დაარღვია მოვალეობა მოსარჩელეების მიმართ, რადგან ვერ შეასრულა ტრასტის აქტივების დაცვა.
Credit Suisse-ს ტრასტმა ვერ შეძლო კერძო ბანკირ პატრიკ ლესკადრონის აქტივებზე შემდგომი წვდომის აღკვეთა. ლესკადრონი 2018 წელს გასამართლდა ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულის მითვისების გამო.
შარშან ბერმუდის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის სადაზღვევო განყოფილებამ თვალი დახუჭა ლესკადრონის დანაშაულზე, და Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის ზარალის ასანაზღაურებლად $600 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა.
Credit Suisse-ის პრესსპიკერი აცხადებს, რომ Credit Suisse სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.