სინგაპურის საფონდო ბირჟის ლისტინგში არსებული კომპანიების რაოდენობა შემცირდა და ბოლო 20 წლის მინიმუმამს მიაღწია. ოქტომბერში ლისტინგში 617 კომპანია იყო, როცა 2013 წელს მათი რიცხვი 782-ს შეადგენდა.
შემცირების მიზეზი საჯარო შეთავაზებების დაბალი მოცულობა და ზოგიერთი კომპანიის სხვა ბირჟებზე გადანაცვლება გახდა. ასეთი კომპანიების უმრავლესობამ სავაჭროდ ნიუ-იორკის ბირჟა ამჯობინა. ამის შესახებ Financial Times წერს.
სინგაპურის საბირჟო ვაჭრობაზე იმოქმედა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ, რომელიც არჩევნებს უკავშირდება.
ბოლო წლებში სინგაპურის არაერთმა მსხვილმა კომპანიამ IPO(პირველადი საჯარო შეთავაზება) და სხვა საფონდო ბირჟებზე გადასვლა გადაწყვიტა. მაგალითად, ტანსაცმლის ონლაინ კომპანია Shein-მა, რომელიც რეგისტრირებულია სინგაპურში და რომლის ღირებულება $62,6 მილიარდს შეადგენს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის უფლება მოიპოვა და ის სავარაუდოდ, ლიდერებს შორის დაიკავებს ადგილს.
მანამდე, ნიუ-იორკის ბირჟაზე გადაინაცვლეს ტაქსის და საკვების მიტანის სერვისის ოპერატორმა Grab-მა და ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია Sea-მ.
გასულ წელს IPO სინგაპურში მხოლოდ ოთხმა კომპანიამ განახორციელა. მათ მხოლოდ $31 მილიონის მოზიდვა შეძლეს, მათ შორის არის კარაოკე ბარების ოპერატორი და იაპონური რესტორნების ქსელი.