მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სვის კაპიტალი” ეროვნულმა ბანკმა 3 000 ლარით დააჯარიმა.
სადამსჯელო ზომის გატარების მიზეზი, ერთ-ერთ კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის დარღვევა გახდა.
სებ-ის განმარტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა.
“სვის კაპიტალი” ანალოგიური დარღვევისთვის სებ-მა ერთხელ უკვე დააჯარიმა. პირველად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 2022 წელს 12 000 ლარით დააჯარიმა.