საბანკო განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 49.33 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.27 მლრდ ლარით, ანუ 2.65%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.98%-ით მეტი).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 49.82% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.45%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.13%-ით).
სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.94% შეადგინა, მათ შორის ლარის დეპოზიტებზე 10.42%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.69%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.82%, ხოლო ევროს წილმა 19.36% შეადგინა.