თიბისი კაპიტალის თანახმად, 2024 წლის სექტემბერში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 17,3%-ით გაიზარდა და 1,100,5 გვტ.სთ შეადგინა.
აქედან საცალო სექტორის მოხმარება წლიურად გაზრდილია 10,2%-ით, ხოლო პირდაპირმა მომხმარებლებმა სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 58,3%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს. აღნიშნული მატებას ფეროშენადნობების წარმოების ზრდაც განაპირობებს. საქსტატის თანახმად, მიმდინარე წელს 8 თვეში ფეროშენადნობების ექსპორტის 91%-ით არის გაზრდილი. სულ იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე $219 მლნ-ის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა.
კვლავ შემცირდა აფხაზეთის მოხმარება და წლიურად კლებამ 2,4% შეადგინა.
გაძვირდა ელექტროენერგიის საბალანსო ღირებულება. სექტემბერში საშუალო შეწონილმა ფასმა 5,49 ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 1,4%-იანი ზრდაა.
სექტემბერში 29 გვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. საიმპორტო ბაზრები რუსეთი და აზერბაიჯანი იყო.
რაც სეეხება ექსპორტს, წინა თვეში ქვეყნიდან 551 გვტ.სთ გავიდა.