საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 5.1% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.
სექტემბრის თვეში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნები.
ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და
დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში.