Galt&Taggart კომერციული ბანკების დაკრედიტების მიმოხილვას აქვეყნებს. მიმოხილვის თანახმად, ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 20.8%-ით გაიზარდა.
2024 წლის სექტემბერში, წინა თვის 20.1%-იანი ზრდის შემდეგ, ბანკების საკრედიტო პორტფელმა
59.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სექტემბერში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 18.8% შეადგინა (+2.2% თ/თ).
სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით, წლიურად 21.3%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო სექტორის დაკრედიტების წლიური ზრდა 16.7% იყო;
2024 წლის სექტემბერში სესხების დოლარიზაციამ 43.9% შეადგინა (-1.09პპ წ/წ და უცვლელი თ/თ).
საბანკო სესხების წლიური ზრდის მაჩვენებელი სექტორების მიხედვით ასე გამოიყურება: