აშშ-ის სენატმა უკრაინის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც შესაძლოა ამ კვირაში დაამტკიცონ.
კვირას, 4 თებერვალს, აშშ-ის სენატმა წარადგინა $118 მილიარდიანი სამხრეთის საზღვრის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც მოიცავს.
პროექტი უკრაინისთვის $60 მილიარდის დახმარებას ითვალისწინებს. $14,1 მილიარდია გამოყოფილი ისრაელისთვის უსაფრთხოებისთვის, $2,4 მილიარდი ცენტრალური სარდლობისა და წითელი ზღვის კონფლიქტისთვის. $4,8 მილიარდით დაეხმარებიან აშშ-ის პარტნიორებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში(ტაივანი), რომლებიც ჩინეთის აგრესია ემუქრებათ.
კანონპროექტის თანახმად უკრაინის ფინანსური დახმარება ასე განაწილედება:
- $13,7 მილიარდით უკრაინა შეიძენს იარაღს, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე სხვა ქვეყნებში;
- $13,4 მილიარდი ახალი იარაღის შეკეთების, გამოცვლისა და შესყიდვისთვის, ასევე მარაგების შესავსებად არის გათვალისწინებული;
- $6 მილიარდი ჭურვების შესაძენად;
- $1,6 მილიარდი FMF პროგრამის ფარგლებში(ტრენინგის, აღჭურვილობის, პარტნიორების დახმარებისთვის) დაიხარჯება;
- $7,9 მილიარდი არის პირდაპირი ინექცია უკრაინის ბიუჯეტში.
წარმომადგენელთა პალატამ პაკეტს კენჭი ოთხშაბათს უნდა უყაროს.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ კანონპროექტს დიდი წინააღმდეგობა შეხვდება ორივე მხრიდან.
წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა კი დოკუმენტს „მკვდრადშობილი” უწოდა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, სწრაფად დაამტკიცოს ორპარტიული შეთანხმება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისრაელის მხარდაჭერის პროექტს, უკრაინის დახმარების გარეშე, მხარს არ უჭერს. თეთრმა სახლმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი კონგრესთან არ განიხილავენ უკრაინისა და ისრაელისთვის დაფინანსების ცალკე პროექტში გამოყოფის შესაძლებლობას.