1 დეკემბრისთვის კომერციულ ბანკებს ეროვნულ ბანკში 6.580 მლრდ ლარის დეპოზიტები აქვთ განთავსებული, რაც წინა თვის მაჩვენებელს თითქმით 8%-ით, 470 მილიარდი ლარით, აღემატება (01.11.2024 – ₾ 6.109 მლრდ). მათ შორის 5.2 მლრდ ლარის სავალდებულო რეზერვებია (L/m – ₾4.9 მლრდ).
სებ-ის სტატისტიკით, წმინდა უცხოური აქტივები 9.1 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. მათ შორის, მონეტარული ოქრო 2.960 მლრდ. ლარამდე არის შემცირებული (L/m –₾ 3.027 მლრდ).
ToP -7 ბანკი, ფულადი სახსრებით სებ-ში
მლრდ ₾ თიბისი 2.378.2 საქართველოს ბანკი 1.810.2 ბაზისბანკი 0.243 პროკრედიტ ბანკი 0.213 ქართუ 0.205 ტერა ბანკი 0.140 ლიბერთი 0.107
როგორც ცნობილია, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე, სებ-მა ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნა პოსტსაარჩევნოდ გაამკაცრა, კერძოდ, 20%- 25%-მდე გაზარდა და 19 დეკემბრიდან ბანკები მას უკვე გაზრდილი განაკვეთით ადეკლარირებენ. რეგულაციის გამკაცრების გადაწყვეტილებას საფუძვლად წინასაარჩევნო მღელვარება დაედო.
კერძოდ, სექტემბერ-ოქტომბერში კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებული თანხების ნაწილი ლარიდან უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს, კურსის გაუფასურების საფრთხის გათვალისწინებით.
სებ-ი მოსალოდნელ რისკებს წინასწარ კი აფასებს და მონეტარული ან სხვა ინსტრუმენტებით აზღვევს. თუმცა, როგორც სებ-ში განაცხადეს, მიმდინარე ანგარიშებზე უცხოური ვალუტის მოსალოდნელზე მეტი ლიკვიდობა დაგროვდა, რამაც დოლარიზაციის ზრდის საფრთხე გააჩინა. კერძოდ, ანგარიშებზე უცხოური ვალუტის სიჭარბე ბანკებს მისცემდა სავალუტო სესხების გაეცმის დამატებით მოტივაციას, რაც დოლარიზაციის ზრდას გამოიწვევდა.
ეროვნული ბანკის რეგულაციის თანახმად, უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების დარეზერვება ბანკებს დეპოზიტების პორტფელის დოლარიზაციის მიხედვით მოეთხოვებათ. დოლარიზაციის 70% და უფრო მეტი კოეფიციენტის შემთხევაში, ბანკს ზედა ზღვრის დაჭერა უწევს. 40-70% შუალედში კი დარეზერვების მოტხოვნა პროპორციულად, წრფივად კლებულობს.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მეორე საეტაპო გადაწყვეტილება, რომელიც სავალუტო სესხების 500 000 ლარამდე შეზღუდვას შეეხება, 2025 წლის იანვრიდან ამოქმედდება.