მათივე ცნობით, 60 მილიონიდან სავალუტო აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 დოლარი.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს არის მეორე სავალუტო აუქციონი, რომელზეც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად დოლარი გამოიტანა. წინა აუქციონი 16 მაისს გაიმართა და მაშინ 60 მლნ დოლარი გაყიდა. ჯამში, ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში სებ-მა ბაზარს ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის 108.7 მლნ დოლარი მიაწოდა.