ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $320,357 მლნ-ით გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა $8,757 მლრდ-ს, დღევანდელი კურსით 22,493 მლრდ ლარს გადააჭარბა.
2023 წლის იანვრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8,436 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 22,281 მლრდ ლარი იყო.
ამასთან, 2024 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
მსხვილი კრედიტორები:
- აზიის განვითარების ბანკი (ADB) – $2,239 მლრდ
- ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – $1,124 მლრდ
- მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – $1,506 მლრდ
- მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – $579,9 მლნ
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – $229 მლნ
რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფოს ვალი აქვს – საფრანგეთის – $769,6 მლნ; გერმანიის – $614,9 მლნ; იაპონიის – $132,5 მლნ.
ამასთან, საგარეო ვალი აქვს საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყნის, მათ შორის, სომხეთის – $1,967 მლნ; აზერბაიჯანის – $2,230 მლნ; რუსეთის – $15,241 მლნ და თურქეთის – $4,342 მლნ.