პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ირწმუნება, რომ ის იქნება ყველაზე მწვანე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში და წინა ორი ოლიმპიადის ნახშირბადით დაბინძურების მაჩვენებლის გაანახევრებას შეძლებენ.
2012 წლის ლონდოლიმპიადის დროს წარმოქმნილი ნახშირბადის სავარაუდო ოდენობა 3.3 მლნ ტონა იყო, ხოლო რიო 2016-ის ჩატარებისას – 3.6 მლნ ტონა.
პარიზში შეეცადნენ მშენებლობები, ინვენტარი და საკვები ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული მასალის ყოფილიყო.
ძველი სტადიონები და შენობები
პარიზში არსებული 35 სტადიონიდან, მხოლოდ ორი იქნება ახალი – ბადმინტონის და ტანვარჯიშის შეჯიბრებისთვის.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი აშენდება “დაბალი ნახშირბადის მშენებლობის მეთოდებით”. დახურულ აუზში განთავსდება სავარძლები, რომლებიც დამზადებულია პლასტმასის ნარჩენებისგან.
ახალი დახურული აუზის 5000 მ2-ის ფართობის სახურავი მზის პანელებით დაიფარება.
ოლიმპიური სოფელი
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში სპორტსმენის საწოლები გადამუშავებული მუყაოს გამოყენებით იყო დამზადებული. ეს საწოლები ფართო განხილვის საგნად იქცა. საეჭვოდ მიიჩნიეს მისი სიმყარე და გამძლეობა.
ტოკიოს ოლიმპიადაზე სპორტსმენების საწოლებისთვის განკუთვნილი ლეიბები დამზადებული იყო პოლიეთილენის მასალებისგან, რომლებიც შემდეგ იაპონელებმა ხელახლა გადაამუშავეს პლასტმასის პროდუქტების დასამზადებლად.
ამერიკელმა მორბენალმა პოლ ჩელიმომ ამ საწოლებზე სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ასეთი საწოლების გამოყენების “მიზანი იყო აეცილებინათ ინტიმური ურთიერთობა სპორტსმენებს შორის”, რადგან ის ერთზე მეტი ადამიანის წონას ვერ გაუძლებდა და დაიშლებოდა.
სპორტსმენების პრეტენზიები უსაფუძვლოს ჩათვალეს და პარიზის ოლიმპიადისთვის საწოლები იგივე მწარმოებელს დაამზადებინეს.
ასევე, სპორტსმენების ზონაში იქნება ყავის მაგიდები, რომლებიც დამზადებულია ბადმინტონის ბურთის გადამუშავებული თავებისგან, ხოლო პუფები პარაშუტის ნაჭრისგან და სკამები ბოთლების პლასტმასის სახურავებისგან.
სპორტსმენები იცხოვრებენ ეკო-კვარტალში, სადაც ყველა შენობა ხისგან და მინისგან იქნება დამზადებული, ხოლო საჭირო ენერგია მდგრადი იქნება, განახლებადი ენერგიის წყაროებით მიღებული.
ოლიმპიური სოფლის ზოგიერთი შენობის პირველი სართული აღჭურვილია ტრადიციული კონდიციონერით, რადგან ისინი ოლიმპიადის შემდეგ მაღაზიებად გადაიქცევა. ხოლო სპორტსმენების აპარტამენტებში კონდიციონერის ნაცვლად გამოიყენებენ გეოთერმულ გაგრილებას.
ეს სისტემა 4 გრადუსამდე გაცივებულ წყალს იღებს 70 მეტრის სიღრმეში არსებული ჭებიდან, რომელიც მდებარეობს ახლომდებარე გეოთერმული ქარხნის მიწისქვეშ და გადააქვს ის თითოეული ბინის იატაკის ქვეშ არსებულ მილებში.
სოფელში კონდიციონერის ნაკლებობის შესახებ გამოთქმული შეშფოთების პასუხად, პარიზის მერმა ანა იდალგომ თქვა, რომ სოფელი „ისეა დაპროექტებული, რომ თავიდან აიცილოს კონდიცირების საჭიროება, თუნდაც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე“.
ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა მიზნად დაისახა მეტი მცენარეული საკვების გამოყენება. ინგრედიენტების 80%-ს მიიღებენ “ადგილობრივი სოფლის მეურნეობის წარმოებიდან”. ეს ტრანსპორტირების შემცირების მიზნით გადაწყდა.
ელექტრო v დიზელი
წინა თამაშებზე ზოგიერთ სტადიონზე ელექტროენერგიისთვის დიზელის გენერატორებს იყენებდნენ. პარიზი 2024-ის ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ სტადიონებს საზოგადოებრივ ელექტრო ქსელთან დააკავშირებენ.
გათვალისწინებულია, რომ სტადიონები ერთმანეთს ველოსიპედის 60 კმ-იანი ქსელით დაუკავშირდებიან.
ოლიმპიური სოფელი თავიდან კონდიცირების გარეშე უნდა ყოფილიყო, მაგრამ სიცხესთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე, ახლა 2500 დროებითი გაგრილების ბლოკი დამონტაჟდება.
პრეტენზიები სპონსორების მიმართ
Coca Cola, ოლიმპიადის ყველაზე დიდი ხნის პარტნიორი, მსოფლიოს წამყვან პლასტმასით დამაბინძურებლად დასახელდა, არასამთავრობო ორგანიზაცია Break Free From Plastic-ის ბოლო გამოკითხვით.
Toyota ვალდებულია მიაწოდოს 500 წყალბადის საწვავის მანქანა ოლიმპიელებს პარაოლიმპიელებს”, ნულოვანი გამონაბოლქვით. თუმცა, მეცნიერთა, აკადემიკოსთა და ინჟინრების ჯგუფმა ღია წერილი გაუგზავნა IOC-ს, სადაც ამტკიცებს, რომ წყალბადის მანქანებს სამჯერ მეტი ელექტროენერგია სჭირდებათ, ვიდრე ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილებს.
Coca Cola გამოიყენებს “სასმელის შადრევანს” თამაშებზე, რაც “50%-ით შეამცირებს პლასტმასის გამოყენებას”. იგეგმება სასმელების მიწოდება მრავალჯერადი გამოყენების პლასტმასის შეფუთვაში. თუმცა, ფრანგული გაზეთი Le Monde იტყობინება, რომ სასმელების 40% კვლავ ერთჯერად პლასტმასის ბოთლებში იქნება.
100-ზე მეტმა სპორტსმენმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც Coca Cola-ს და Pepsi-ს მოუწოდებენ შეწყვიტონ პროდუქციის ერთჯერადი პლასტმასის ბოთლებით გაყიდვა.