2023 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,420 ერთეული შეადგინა და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 10%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 8%-ით, $187 მილიონამდეა შემცირებული.
2023 წლის აგვისტოში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 6%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებელი 18%-ით შემცირდა.
აგვისტოში თბილისში ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 9%-ით შემცირდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის მხოლოდ 1%-იანი კლება დაფიქსირდა.
რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა არ შეცვლილა.
2023 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.
აგვისტოში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა როგორც გარეუბნებში, ასევე ქალაქის ცენტრალურ უბნებში