საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 84.4%-ს
ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.6% ინტერნეტთან
კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.
2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 29.6% იყენებდა
საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა
ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული
წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, განისაზღვრა 14.3%-ით.
სამიზნე საწარმოთა ვებგვერდებს ან ვებსაიტებს გააჩნდათ შემდეგი ტიპის
შესაძლებლობები/საშუალებები:
საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა
სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 34.0%, ხოლო საწარმოთა 65.4%
საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.