2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5%-ით განისაზღვრა, – ასეთია საქსტატის წინასწარი შეფასება.
მაისში კერძო სექტორის ბრუნვამ, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ, 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 5.2%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მაისში, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია,
ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა.
ხოლო კლების ტენდენცია იყო დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონების
სექტორებში.