საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 211.8 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს უტოლდება.
საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი გაიზარდა 4.5%-ით და შეადგინა 67.1 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 2.0%-ით და შეადგინა 144.7 ათასი ჰექტარი.
ერთწლიან კულტურებს შორის ყველაზე დიდ ფართობზე გასულ წელს, სიმინდი იყო დათესილი, რომლის ნათესმა ფართობმა 76.9 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 55.5 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 27.2 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.8 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 9.5 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 14.4 ათას ჰექტარს შეადგენდა.
რაც შეეხება მრავალწლოვან კულტურებს, წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში წარმოებულია 87.9 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 1.9%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 69.7 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 5.6%-ით მეტი), 42.2 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (21.7%-ით ნაკლები), 17.3 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (25.1%-ით ნაკლები), 53.1 ათასი ტონა ციტრუსი (13.8%-ით ნაკლები).
2022 წელს წარმოებულია 279.8 ათასი ტონა ყურძენი, რაც 3.0%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.