სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის აპრილში საქართველოში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა. ეს ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის იანვრის შემდეგ.
ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებლის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ფასების ზრდამ შემდეგ ჯგუფებში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფში, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო. ფასების კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის, ჯანდაცვის და კავშირგაბმულობის სექტორებში.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული 10.8%; რძე, ყველი და კვერცხი 10.1%; პური და პურპროდუქტები 9.2%; ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.1%; მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურ. წვენები 8.7%; თევზეული 6.7%, ყავა, ჩაი და კაკაო 3.4%; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 1.5%. ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე -14.8%; აგრეთვე, ხილსა და ყურძენზე -4.4%.
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (31%) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.6%);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.5%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.8%);. ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (8%);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.7%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.3%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.6%).
პროცენტული ცვლილება წინა წლის აპრილთან შედარებით:
-
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 5.9%;
-
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 6.7%
-
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 0.7%
-
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 10.3%;
-
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 4.9%;
-
ჯანმრთელობის დაცვა -7.9%;
-
ტრანსპორტი -12.9%;
-
კავშირგაბმულობა -3.1%;
-
დასვენება, გართობა და კულტურა 2.7%;
-
განათლება 6.8%;
-
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 11.9%;
-
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 12.1%.