2023 წლის 1-ელი მაისიდან დღემდე საქართველოდან 10.3 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
ექსპორტირებული ატმის ღირებულებამ $11.1 მილიონი შეადგინა.
პროდუქციის ძირითადი ნაწილი – მთლიანი ექსპორტის 90% – 9 266 ტონა რუსეთში გავიდა; სომხეთში – 970 ტონა, ბელორუსში – 20 ტონა და უკრაინაში – 18 ტონა.
სამინისტროს მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 439 ტონით (4%), ხოლო ღირებულება $143 ათასით (1%) გაიზარდა.