2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ მცენარეული და ცხოველური ცხიმების 61% რუსეთში იყიდა. საქსტატის მონაცემებით, წელს იმპორტირებული $18.648 მლნ-დან $11.425 მლნ-ს პროდუქცია სწორედ ჩრდილოეთიდან შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი იმპორტი მცირედით შემცირებულია, შარშან ოთხ თვეში $18.918 მლნ-ს მცენარეული და ცხოველური ცხიმები ვიყიდეთ, თუმცა რუსული წილი 2024 წლის ანალოგიურად თითქმის იგივეა და იმპორტის დაახლოებით 60%-ს შეადგენს, $11.174 მლნ-ს.
რაც შეეხება სხვა იმპორტიორებს, მცენარეული და ცხოველური ცხიმების იმპორტით მეორე ადგილზეა უკრაინა – $1.836 მლნ-ს ღირებულებით, მესამეზეა – იტალია -$1.549 მლნ-თი. ხუთეულში შედიან – მალაიზია, სადაც წელს ოთხ თვეში $838.8 ათასის ცხოველური და მცენარეული ცხიმები ვიყიდეთ და აზერბაიჯანი, საიდანაც იმპორტმა $805.06 მლნ შეადგინა.