საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ გზაზე აღდგა მოძრაობა, რომელიც სტიქიის გამო შეჩერებული იყო. მუშაობა განახლდა საბაჟო გამშვები პუნქტზე “სადახლო“.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტი “სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და როგორც სატვირთო, ასევე ფიზიკური პირების მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.
სომხეთსი მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარე დებედამ დააზიანა სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალი M-6, რის გამოც შეწყვეტილი იყო საავატომობილო მიმოსვლა. ასევე შეწყდა ერევანსა და თბილისს შორის სარკინიგზო მოძრაობა, გზაზე მეწყერის ჩამოწოლის გამო.
დაზიანებულ საავტომობილო გზის მონაკვეთზე ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებამდე, სომხეთის მხარემ საბაჟო გამშვები პუნქტი “ბაგრატაშენის“ მიმართულებით მგზავრთა/ტვირთნაკადის დროული გატარების მიზნით, დროებით ალტერნატიული, შემოვლითი საავტომობილო გზა აამოქმედა.