საქართველო მსოფლიოს 95 ქვეყანას შორის რძის ფასით მე-11 ადგილზეა – ამას სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის აპრილის რეიტინგია ჩვენებს.
რეიტინგის თანახმად, ერთი ლიტრი რძე სუპერმარკეტებში ყველაზე ძვირი იამაიკაში ღირს – $3.32, ყველაზე იაფი კი ტუნისში – $0.46 დოლარი.
რაც შეეხება საქართველოს, Numbeo-ს მიხედვით, საქართველოს სუპერმარკეტებში ერთი ლიტრი რძის საშუალო ფასი $1.96-ია, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სომხეთში ერთი ლიტრი რძის ღირებულება $1.49-ს შეადგენს, აზერბაიჯანში $1.39-ს, რუსეთში – $0.85-ს, თურქეთში კი $0.84-ს.
10 ქვეყანა, სადაც ერთი ლიტრი რძე სუპერმარკეტებში ყველაზე ძვირი ღირს:
- იამაიკა – $3.32
- ჰონგ-კონგი – $3.19
- ტაივანი – $3.02
- სინგაპური – $2.95
- კანადა – $2.16
- სამხრეთ კორეა – $2.10
- კატარი – $2.07
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – $2.02
- ნორვეგია – $2.02
- დანია – $1.97
10 ქვეყანა, სადაც ერთი ლიტრი რძე სუპერმარკეტებში ყველაზე იაფი ღირს:
- ტუნისი – $0.46
- ირანი – $0.64
- ბელარუსი – $0.67
- ინდოეთი – $0.70
- პაკისტანი – $0.76
- ნეპალი – $0.77
- მაროკო – $0.78
- ბანგლადეში – $0.78
- ეგვიპტე – $0.82
- კენია – $0.82