2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში Airbnb-ის პლატფორმაზე განთავსებულ ბინებზე მოთხოვნა წლიურად 3,9%-ით გაიზარდა. Galt&Taggart-ის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საიტით ჯამში 161,8 ათასი ღამე დაიჯავშნა.
საიტის მომხმარებლების რიცხვი გაზრდილია ბათუმშიც, სადაც დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა 4.8%-ით გაიზარდა და 80,6 ათასი ღამე შეადგინა.
ასევე გაიზარდა Airbnb-ის ფასებიც. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საშუალო დღიური ფასი თბილისში $56 (+1.4% წ/წ), ხოლო ბათუმში $45 აშშ (+0.9% წ/წ) შეადგენდა.