საქართველოში ხორბლის და ქერის წარმოება შემცირდა, სიმინდის და ბოსტნეულის კი გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის სოფლის მეურნეობის (მემცენარეობა) 2023 წლის წინასწარ მონაცემებში.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს:
- ხორბლის წარმოებამ 146.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6.5%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს;
- ქერის წარმოება 26.9%-ით შემცირდა და 43.0 ათასი ტონა შეადგინა;
- სიმინდის წარმოება 189.8 ათასი ტონა იყო, რაც 24.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე;
- კარტოფილის წარმოება 0.4%-ით გაიზარდა და 199.7 ათასი ტონა შეადგინა.
ამასთან, 2023 წლის განმავლობაში წარმოებულია 138.2 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 7.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქსტატის 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, შემცირებულია ხორბლის და ქერის საშუალო მოსავლიანობაც.
ხოლო სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობა გაზრდილია.
- ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.6 ტონა/ჰა შეადგინა;
- ქერის საშუალო მოსავლიანობამ – 2.2 ტონა/ ჰა;
- სიმინდის – 2.6 ტონა/ჰა;
- კარტოფილის – 12.3 ტონა/ჰა;
- ბოსტნეულის მოსავლიანობა – 11.1 ტონა/ჰა;
-
- პომიდვრის მოსავლიანობაა 14.2 ტონა/ჰა;
- კიტრის 12.2 ტონა/ჰა,
- ხახვის 7.9 ტონა/ჰა,
- ნივრის 3.1 ტონა/ჰა,
- კომბოსტოს 25.8 ტონა/ჰა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2
ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.
საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა
64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და
შეადგინა 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.
ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის
ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი
ჰექტარი იყო, ქერის – 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და
მრავალწლიანი ბალახების – 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო
დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში წარმოებულია 61.1 ათასი ტონა თესლოვანი
ხილი, რაც 32%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
კურკოვანი ხილი – 59.3 ათასი ტონა (წინა წელთან შედარებით 16.8%-ით ნაკლებია):
- კაკლოვანი ხილი 45.9 ათასი ტონა(გაზრდილია 5%-ით );
- სუბტროპიკული ხილი-18.3 ათასი ტონა (2.8%-ით მეტია);
- ციტრუსი- 71.8 ათასი ტონა (35.2%-ით მეტია);
- ყურძენი 223.4 ათასი ტონა, შემცირებულია 22.2%-ით.