ბოლო ორი წელია საქართველოში ხილის წარმოება მცირდება. კლება საკმაოდ მაღალია.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2023 წელს საქართველოში ხილის სახეობების უმრავლესობის მოსავალი შემცირებულია.
2023 წელს ქვეყანაში სულ 487 ათასი ტონა ხილი მოვიდა(ყურძნისა და ციტრუსის გარდა194,6 ათასი ტონა), მაშინ, როცა 2022 წელს ხილის მოსავლის მოცულობა 568,1 ათას ტონას შეადეგენდა( 227,7 ათასი ტონა იყო ყურძნის და ციტრუსის გარეშე). უფრო მეტი იყო ხილის მოსავალი 2020 წელს – 602,3 ათასი ტონა.
სტატისტიკის მიხედვით, ხილის წარმოებაში კლება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 14,3%-ს შეადგენს.
შემცირებულია თითქმის ყველა სახეობის ხილის წარმოება. წინა წელთან შედარებით ნაკლები იყო ვაშლის, მსხლის, ქლიავის, კომშის, ბალის და ალუბლის, ატმის, კენკროვანების მოსავალი.
შემცირდა ყურძნის მოსავალიც – 2023 წელს 220,7 ათასი ტონა ყურძენი მოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 287,3 ათასი ტონა იყო.
მნიშვნელოვნად შემცირდა ვაშლის მოსავალი 76.7 ათასი ტონიდან 50.4 ათას ტონამდე.
ატმისა და ვაშლატამას მოსავალი 31.5 ათასი ტონიდან 29.4 ათას ტონაზე ჩამოვიდა.
მარწყვი, ხენდრო- 2023 წელს საქართველოში სულ 1.2 ათასი ტონა მოიყვანეს. 2022 წელს – 1.3 ათასი ტონა მოვიდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მოსავალი 1,6 ათას ტონას აღწევდა.
ხილის მოსავალი წლების მჯიხედვით:
ზრდა მხოლოდ ციტრუსის, ტყემლის და ალუჩას წარმოებაში დაფიქსირდა.
ციტრუსის მოსავალი 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 53.1 ათასი ტონიდან გაიზარდა 71.7 ათას ტონამდე.
განსაკუთრებით მაღალი იყო მანდარინის წარმოება – 2023 წელს საქართველოში 66.1 ათას ტონამდე მანდარინი მოვიდა. 2022 წელს მოსავლის მოცულობა 49.1 ათასი ტონა იყო.