2024 წლის მაისში საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასი წლიურ ჭრილში 35%-ით გაიზარდა და 1 კილოვატი ელქტროენერგიის ღირებულებამ 4,4 აშშ ცენტი შეადგინა.
მეორე მხრივ ფასები 22%-ით შემცირებულია აპრილის თვესთან შედარებით, რაც თბოსადგურების გაჩერებას უკავშირდება.
2024 წლის მაისში სულ ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება 6.4%-ით გაიზარდა და ჯამში 1.411 გვტ.სთ შეადგინა.
ჰესების გამომუშავება წლიურად 6,6%-ით გაიზარდა, ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება შემცირდა 14,1%-ით. ხოლო თბოსადგურებს მაისში ელექტროენერგია არ უწარმოებიათ.
ამავე პერიოდში, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 1.9%-ით.