ღორების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი 15-წლიან რეკორდულ მაჩვენებელზეა. თუ 2009 წელს ქვეყანამ მხოლოდ $97.1 ათასის ცოცხალი ღორი იყიდა, წელს ხუთ თვეში კი იმპორტის მაჩვენებელმა $10.889 მლნ შეადგინა.
ზრდა ფიქსირდება 2023 წლის იანვარ-მაისთან შედარებითაც, როდესაც წვრილფეხა საქონლის იმპორტმა $8.768 მლნ შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ხუთ თვეში საქართველომ ცოცხალი ღორები მთლიანად რუსეთში იყიდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი სამი წელიწადია მთავარი იმპორტიორია. მანანდე საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი ხორციელდებოდა უკრაინიდან, დანიიდან, ბელარუსიდან, ბულგარეთიდან და უნგრეთიდან.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ბოლო, 2024 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკით, საქართველოში სულ იყო 155.4 ათსსი სული ღორი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 159.5 ათასი. ამავე მონაცემებით, წელს სამ თვეში საქართველოდან ღორის ექსპორტი არ განხორციელებულა, იმპორტით კი 2024 წლის იანვარ-მარტში 34.9 ათასი სული შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 28.3 ათასი.