საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის.
ავიაკომპანია რეისების შესრულებას 2025 წლის 12 აპრილიდან დაიწყებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს, კვირაში ორი სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ციურიხი ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. საქართველოდან ამ მიმართულებით აქამდე პირდაპირი ფრენები არ განხორციელებულა.
მისი თქმით, Edelweiss ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული და შვეიცარიიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
Edelweiss შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa-ს მფლობელობაში შედის.
ბილეთების ყიდვა დაწყებულია Edelweiss-ის https://www.flyedelweiss.com/de/en/home.html და Swiss International Airlines-ის https://www.swiss.com/xx/en/homepage ვებგვერდებზე.