რუსეთის მიერ ბენზინისა და დიზელის ექსპორტის შეჩერება მომენტალურად აისახა საქართველოში საწვავის ფასზე. დღეს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი კიდევ საშუალოდ 5 თეთრით გაძვირდა. ზოგიერთმა კომპანიამ, მაგალითად, გალფმა და ვისოლმა პრემიუმისა და რეგულარის ტიპის საწვავი უფრო მეტად – 8-10 თეთრით გააძვირა.
BRG გაგაცნობთ ფასებს, რომლებიც დღეს ბენზინგასამართ სადგურებზე ფიქსირდება:
რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურებზე დღეს ასეთი ფასებია:
- Efix სუპერი – 3,73 ლარი
- Efix ევრო პრემიუმი – 3.15 ლარი
- ევრო რეგულარი – 2,90 ლარი
- Efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
გალფი:
- G-Force სუპერი – 3,79 ლარი;
- პრემიუმი – 3,27 ლარი
- რეგულარი – 3,07 ლარი
- ევრო დიზელი – 3,25 ლარი
სოკარი:
- ნანო სუპერი – 3,70 ლარი
- ნანო პრემიუმი – 3,15 ლარი
- ნანო ევრო რეგულარი – 2,90 ლარი
- ნანო ევრო დიზელი – 3.22 ლარი
ვისოლი:
- ეკო სუპერი – 3.78 ლარი
- ეკო პრემიუმი – 3.22 ლარი
- ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
- ევრო დიზელი – 3.29 ლარი.