საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ივლისში, 2023 წლის ივნისთან შედარებით, 0.6%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 8.7%-ით შემცირდა.
2023 წლის ივლისში თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიაში (16.3%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი – მცხეთა-მთიანეთში (-11.9%).
2023 წლის ივლისში, 2022 წლის ივლისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 8.6%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.2%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.4%-ით შემცირდა. 2023 წლის ივლისში წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (19.8%), ყველაზე დაბალი კი –თბილისში (-16.5%).
2023 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 174 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 267 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 132 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 498 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 894 ლარი შეადგინა, აჭარაში – 550 ლარი, თბილისში – 505 ლარი, ხოლო კახეთში – 466 ლარი.