2023 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსათვის საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9%-ით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 413.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.3%-ით ჩამორჩება.
ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წლის მე-4 კვარტალში რძის წარმოებამ 102.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.8%-ით მეტია.
2023 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 585.4 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 3.6%-ით აღემატება 2022 წლის შედეგს, მაგრამ ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე, როცა რძის წარმოება 587,9 მილიონი ლიტრი იყო.