2023 წლის II კვარტალში საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავიაკომპანიების მერ გადატანილი ტვირთის მოცულობა მკვეთრად დაეცა.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 10.3 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 16.7 მლნ. ტონა-კილომეტრია. 2022 წლის II კვარტალთან შედარებით შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (92.9%), ასევე ტვირთბრუნვის (93.9%) მოცულობა.
2022 წელი ავიაგადაზიდვების მაჩვენებელი რეკორდული იყო. შარშან მესამე კვარტალში მაქსიმუმს მიაღწია, 300 ათას ტონასაც აჭარბებდა, მაგრამ შემდეგ კლება დაიწყო და წელს, აპრილის შემდეგ, მკვეთრად შემცირებულია.