საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ფრინველის რაოდენობა შემცირდა – ამის შესახებ განახლებულ მონაცემს საქსტატი აქვეყნებს.
უფრო კონკრეტულად, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველი კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა და 905.2 ათასი სული შეადგინა, წინა წელს ეს რიცხვი 930 ათასს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 905.2 ათასიდან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 414.0 ათასია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე – 448 ათასს – 7.6%-ით ნაკლებია.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში შემცირდა ღორის რაოდენობაც და 155.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.6%-იანი კლებაა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ 160 ათასი ღორი იყო.
ფრინველის რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.8%-ით
შემცირდა და 7.7 მილიონი ფრთა შედგინა, მაშინ, როდესაც წინა წელს ეს მაჩვენებელი 9.2 მილიონს შეადგენდა.