საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა და 887.6 ათასი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 410.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.6%-ით
შემცირდა და 10.4 მილიონი ფრთა შედგინა.
ღორის რაოდენობა 198.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 10.9%-ით მეტია წინა წლის
შესაბამის მაჩვენებელზე.