საქართველოში კერძო სკოლების ბიზნესი მოგების მაღალი მარჟებით და ზრდის დიდი პოტენციალით ხასიათდება. ასეთ შეფასებას აკეთებს ქართული ბიზნეს სექტორის მკვლევარი ფინსპოტი.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, რომ სექტორის გრძელვადიანი წარმატება არაერთ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის დემოგრაფიულ ტენდენციებსა და ურბანიზაციის დონეზე.
საქართველოში კერძო სკოლების ბიზნესი არის:
- მზარდი სექტორი
- მაღალი მომგებიანობის მარჟები
- კაპიტალური დანახარჯების მხრივ ეფექტური ბიზნესი
- ზრდის პოტენციალი როგორც ორგანული, ასევე სკოლების კომბინაციის გზით.
ასეთი შეფასება ფინპოსტმა გააკეთა კერძო სკოლებს შემდეგი 7 კომპანიის ფინანსური მონაცემების შესწავლის შემდეგ:
შპს “ბრიტანულ ქართული აკადემია” (British-Georgian Academy • ბრიტანულ-ქართული აკადემია)
შპს “ევროპული სკოლა” (European School – ევროპული სკოლა)
შპს “ახალი სკოლა” (New School International School of Georgia)
შპს “ნიუტონის თავისუფალი სკოლა” (Newton Free School • ნიუტონის თავისუფალი სკოლა)
შპს “ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისი” (Buckswood School – Tbilisi / ბაქსვუდის სკოლა – თბილისი)
სს “გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში” (The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi)
შპს “თბილისის მწვანე სკოლა” (Green School Dighomi – მწვანე სკოლა დიღომი)
ეს კერძო სკოლები მაღალ და საშუალოზე მაღალ საფასო სეგმენტზე ოპერირებენ და თითოეულის სწავლის საფასური წლიურად ₾6 ათას ლარს აღემატება.
კერძო სკოლების მომგებიანობის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. EBITDA და საოპერაციო მოგების მარჟები საშუალოდ 30% და 25%-ია, შესაბამისად.
ფიქსირდება სკოლების შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდაც, რისი ძირითადი მიზეზიც – ფასების ზრდასთან ერთად – მოსწავლეების რაოდენობის ზრდაა.
– ბოლო 10 წელში, კერძო სკოლების მოსწავლეების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, საჯარო სკოლების კი 13%-ით. თუმცა, კერძო სკოლების მოსწავლეების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება საჯარო სკოლების მოსწავლეების რაოდენობას და ბოლო 10 წელში ეს პროპორცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კერძო სკოლების მოსწავლეების წილი 2023/24 აკადემიურ წელს 10.5% იყო, ათი წლის წინ კი – 9.2%.
ამ სექტორში კაპიტალური დანახარჯების გაწევა პირდაპირპროპორციულად აისახება შემოსავლების ზრდაზე. იმ კერძო სკოლებს, რომელთაც ყველაზე მეტი კაპიტალური დანახარჯები აქვთ გაწეული, როგორც წესი, ყველაზე მაღალი შემოსავლების ზრდის ტემპიც აქვთ.
– სწორედ ამიტომ, საოპერაციო თავისუფალ ფულად ნაკადებს კერძო სკოლები უმეტესად რეინვესტირებისთვის / კაპიტალური დანახარჯებისთვის იყენებენ. კაპიტალური დანახარჯები კი ძირითადად მოსწავლეების ტევადობის ზრდისკენ არის მიმართული.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი კერძო სკოლა British-Georgian Academy • ბრიტანულ-ქართული აკადემია-ა, რომელიც პრემიუმ საფასო სეგმენტზე ოპერირებს. კომპანიის შემოსავლებმა ₾26 მილიონი შეადგინა. საინტერესოა, რომ შემოსავლების 73% მოდის სკოლის სრულად ინგლისურენოვან პროგრამაზე, რომელიც 2019 წელს დააარსა კომპანიამ. ინგლისურენოვანი პროგრამის დამატებამ, რომელიც გაცილებით მაღალი საფასური ღირს, მნიშვნელოვნად გაზარდა არაქართულენოვანი მოსწავლეების რაოდენობა. შედეგად, 2019-22 წლებში კომპანიის შემოსავლები 4-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა.
– European School – ევროპული სკოლა მეორე უმსხვილესი კერძო სკოლაა, რომლის შემოსავლებმაც თითქმის ₾21 მილიონი შეადგინა 2022 წელს, რაც 29%-იან ზრდას წარმოადგენს 2019 წელთან შედარებით.
– შემოსავლებით მესამე ადგილზეა New School International School of Georgia, რომელმაც 3 წელში (2019-22) შემოსავლები 34%-ით გაზარდა ₾13.3 მილიონამდე.
– შემოსავლების ყველაზე მცირე ზრდა The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi-ის ჰქონდა. ბოლო 3 წელში კომპანიის შემოსავლები თითქმის უცვლელი დარჩა და ₾7.8 მილიონი შეადგინა 2022 წელს. 2019-22 წლებში “ამერიკულ აკადემიას” არ განუხორციელებია სტუდენტების ტევადობის გაზრდისკენ მიმართული ინვესტიციები, რაც ნაწილობრივ ხსნის შემოსავლების ძალიან მცირე ზრდის ტემპს.
– დანარჩენი სკოლების წლიური შემოსავლები ₾6-11 მილიონამდე მერყეობს და სამივე მათგანს შემოსავლების ორნიშნა საშუალო წლიური ზრდა ჰქონდა 2019-22 წლებში.
კომპანიების მთლიანი საოპერაციო ხარჯები (მომსახურების თვითღირებულების ჩათვლით), საშუალო შეწონილით 75%-ს შეადგენს.
– საოპერაციო ხარჯების ყველაზე მსხვილი ცალკეული კომპონენტი ხელფასებია, რომელიც საშუალოდ შემოსავლების 51%-ს შეადგენს.
შესაბამისად, კომპანიების უმრავლესობა საკმაოდ მაღალი საოპერაციო მოგების მარჟით ოპერირებს, რაც საშუალოდ 25%-ს შეადგენს. ეს სალმაოდ მაღალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიების უმეტესობა დაბალი ლევერიჯით ოპერირებს (“ევროპული სკოლის” გარდა).
საოპერაციო ხარჯების ოპტიმალური მართვიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალ-მომგებიანი სკოლები არიან British-Georgian Academy • ბრიტანულ-ქართული აკადემია და Green School Dighomi – მწვანე სკოლა დიღომი.
– The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi-ის ყველაზე დაბალი მომგებიანობა ჰქონდა 2022 წელს, რაც შემოსავლების მცირე ზრდით და საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვანი მატებით აიხსნება. “ამერიკული აკადემიის” საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში 88%-ია – ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წარმოდგენილ სკოლებს შორის.
მაღალი მომგებიანობიდან გამომდინარე, კომპანიებს რჩებათ თავისუფალი ფულადი ნაკადები, რასაც ძირითადად მიმართავენ კაპიტალური დანახარჯების განსახორციელებლად – ხშირ შემთხვევაში, სტუდენტების ტევადობის გაზრდის მიზნობრიობით.
მაგალითისთვის:
– British-Georgian Academy • ბრიტანულ-ქართული აკადემია-მ ₾31 მილიონის კაპიტალური დანახარჯები გასწია 2019-22 წლების განმავლობაში, რაც სრულად სკოლის მიერ გენერირებული სახსრებით დაფინანსდა და არა დამატებითი კაპიტალის შენატანით. ეს ინვესტიციები კი კომპანიას დაეხმარა შემოსავლების გაოთხმაგებაში.
– European School – ევროპული სკოლა-მ იმავე პერიოდში ₾7 მილიონის კაპიტალური დანახარჯები გასწია. დარჩენილი თავისუფალი ფულადი ნაკადები ₾36 მილიონის მოცულობით (აქედან ₾26 მილიონი მიღებული სესხი) კი ძირითადად გამოიყენა დაკავშირებულ მხარეებზე სესხების გასაცემად და შვილობილი საწარმოების შესასყიდად, ₾1.7 მილიონი კი დივიდენდის გასაცემად.
– Newton Free School • ნიუტონის თავისუფალი სკოლა-ისა და Buckswood School – Tbilisi / ბაქსვუდის სკოლა – თბილისი–ის შემთხვევაში, კომპანიებმა კაპიტალში დამატებითი შენატანი (₾18 მილიონი და ₾8 მილიონი, შესაბამისად) განახორციელეს სასურველი კაპიტალური დანახარჯების გასაწევად.
ვინ არიან წამყვანი კერძო სკოლების მფლობელები
შპს “შპს ბრიტანულ ქართული აკადემია” (British-Georgian Academy • ბრიტანულ-ქართული აკადემია)
კომპანიის მფლობელები:
– შპს “საქართველოს განათლების ჯგუფი” (Georgia Capital): 70%
– ნათია ჯანაშია: 30%
შპს “ევროპული სკოლა” (European School – ევროპული სკოლა)
კომპანიის მფლობელი:
– თეა ჭეიშვილი: 100%
შპს “ახალი სკოლა” (New School International School of Georgia)
კომპანიის მფლობელები:
– ირაკლი თოფურია: 50%
– მარინა ჟღენტი: 50%
შპს “ნიუტონის თავისუფალი სკოლა” (Newton Free School • ნიუტონის თავისუფალი სკოლა)
კომპანიის საბოლოო მფლობელები:
– მი ზაიქი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა): 37.5%
– ქსინფუ ვანგი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა): 37.5%
– გიორგი მელაძე: 25%
შპს “ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისი” (Buckswood School – Tbilisi / ბაქსვუდის სკოლა – თბილისი)
კომპანიის მფლობელები:
– შპს “საქართველოს განათლების ჯგუფი” (Georgia Capital): 80%
– ალექსანდრე ვაშაკიძე: 10%
– რამაზ აფციაური: 10%
სს “გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში” (The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi)
კომპანიის მფლობელები:
– სს ლისი ლეიქ დეველოპმენტ: 28.2%
– სს თიბისი ბანკი: 14.5%
– ირინა წერეთელი: 9.9%
– სს საქართველოს ბანკი: 9.8%
– ახალი ქართული ფონდი: 9.5%
– შპს თბილავიამშენი: 5.1%
– სხვა (12 ცალკეული იურიდიული და ფიზიკური პირი 5%-ზე ნაკლები წილით): 23.1%
შპს “თბილისის მწვანე სკოლა” (Green School Dighomi – მწვანე სკოლა დიღომი)
კომპანიის მფლობელები:
– შპს “საქართველოს განათლების ჯგუფი” (Georgia Capital): 80%
– ბაკურ სულაკაური: 10%
– კახა დავითური: 10%