საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში იმპორტირებული იქნა $8.872 მლნ-ს (427 ერთეული) მსუბუქი ელექტრომობილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი $6.809 მლნ-ს ღირებულების (241 ერთეული).
აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების იმპორტით პირველ ადგილზეა აშშ, საიდანაც წელს ორ თვეში $3.648 მლნ-ს 195 ერთეული შემოვიდა, საშუალო ფასი $18 710;
მეორე ადგილზეა ჩინეთი – $3.468 მლნ-ს 126 ერთეულით, საშუალო ფასი ერთეულზე $27 530; სამეულს კრავს გერმანია – $877.5 ათასის ღირებულების 17 ელექტრომობილით, საშუალო ფასი ერთეულზე $51 618.
საქართველო ელექტრომობილებს ასევე ყიდულობს იაპონიაში , სამხრეთ კორეაში, კანადასა და ბელარუსში.
რაც შეეხება რეექსპორტს, წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა.
2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან გავიდა $1.266 მლნ-ს ღირებულების 37 ერთეული ელექტრომობილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი $1.727 მლნ-ს ღირებულების 41 ერთეული.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 5 052 ერთეული ელექტრომობილი.