საქართველოში ავტონაწილების იმპორტი იზრდება.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ავტონაწილების იმპორტის მოცულობამ $5.437 მლნ შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში $4.758 მლნ-ს ღირებულების ექსპლუტაციაში ნამყოფი ავტომანქანების ნაწილები შემოვიდა, რაც 14,3%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, საქართველო ავტონაწილებს ძირითადად შემდეგ ქვეყნებში ყიდულობს: (2024 წლის იანვარ-თებერვალი)
- გაერთიანებული სამეფო – $1.225 მლნ
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – $1.059 მლნ
- გერმანია – $1.048 მლნ
ამასთან, ავტონაწილები საქართველოში შემოდის აშშ-დან – $490.7 ათასი; იაპონიიდან – $351.8 ათასი; ნიდერლანდებიდან – $305.7 ათასი; ბულგარეთიდან – $276.8 ათასი და ა.შ.