2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო პარკი 5.6%-ით გაიზარდა და 1,716 მილიონი ავტომობილი შეადგინა.
TBC Capital-ის მიერ ჩატარებული ავტობაზრის კვლევის თანახმად, ზრდა ძირითადად მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე დაფიქდირდა, რომელთა რიცხვმა 5.3%-ით მოიმატა. მსუბუქი ავტომობილები მთლიანი პარკის 82%-ზე მეტს შეადგენენ.
რაც შეეხება ახალ რეგისტრაციებს, მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის 9 თვეში 26.7%-ით არის მომატებული.
საქართველოს ავტოპარკი ავტომობილების სახეობების მიხედვით (ათასი ცალი/09/2023):
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა მსუბუქი მანქანების მიმართულებით, რომლებმაც მთლიანი ახლად რეგისტრირებული მანქანების 84% შეადგინეს. ეს ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ახლად რეგისტრირებული ავტომობილების 50%-ზე მეტი დედაქალაქშია კონცენტრირებული.