საქსტატის განახლებული მონაცემებით, 2024 წლის ივლისისთვის საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა სულ 148 ქვეყანასთან აქვს.
აქედან 96 ქვეყანასთან უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს ანუ უფრო მეტს ვყიდულობთ, ვიდრე ექსპორტზე გაგვაქვს.
საქართველოს მხოლოდ 52 ქვეყანასთან აქვს დადებითი სავაჭრო სალდო.
უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2024 წლის იანვარ-ივლისში $5,502 მილიარდს აღემატება, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8%-ია. ბოლო ერთ წელიწადში უარყოფითი სალდო გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-ივლისში აღნიშნული მაჩვენებელი -$5,203 მილიარდს შეადგენდა.
ყველაზე დიდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საქართველოს კვლავინდებურად აქვს თურქეთთან.
საქართველოს ექსპორტ-იმპორტს შორის ბალანსი უარყოფითია ევროკავშირის იმ 27-ვე ქვეყანასთან, რომლებთანაც სავაჭრო კავშირი გვაქვს. ევროკავშირთან სავაჭრო სალდო – $2,085 870-ს აღემატება. უარყოფითი ბალანსი ყველაზე დიდია გერმანიასთან, იტალიასთან და საბერძნეთთან.
ყველაზე დიდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საქართველოს აქვს შემდეგ ქვეყნებთან:
- თურქეთი – $1,230 მილიარდი;
- აშშ – $904, 045 მილიონი;
- ჩინეთი – $704, 517 მილიონი
- რუსეთი – $613, 377 მილიონი;
- გერმანია – $605, 278 მილიონი;
ყველაზე დადებითი სავაჭრო ბალანსი საქართველოს აქვს:
- ყირგიზეთთან – $584, 330 მილიონი;
- ყაზახეთთან – $411, 476 მილიონი.
- სომხეთთან – $231,258 მილიონი.
2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $12, 566.8 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $3, 532.2 მილიარდს შეადგენს (შემცირდა 1.3%-ით), ხოლო იმპორტი $9,034 მილიარდს(გაიზარდა 2.9%-ით).
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2024 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში კვლავ თურქეთი, რუსეთი და აშშ-ია.