საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით $355.6 მილიონით გაუარესდა.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -29.8 მლრდ აშშ დოლარი (-81.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -90.5%-ია (წინა პერიოდის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი – 92.1 პროცენტი იყო).
2024 წლის 30 სექტემბრისთვის მთლიანი საერთაშორისო აქტივებმა $17.4 მლრდ. შეადგინა (47.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს $1.3 მლრდ-ით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა $47.2 მლრდ (128.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს $1.6 მლრდ-ით აღემატება.
მითითებული სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.