საქართველოში სასტუმროებში ყველაზე მეტ თანხას 70 და მეტი ასაკის პირები ხარჯავენ. ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანების საშუალო დანახარჯი 205,3 ლარს შეადგენს. ამას აჩვენებს თიმ ბრენდირებული სასტუმროს, ჰოსტელისა და მცირე და საოჯახო სასტუმროების მონაცემები, სადაც 2024 წელს მომხმარებლებმა თიბისის ტერმინალით გადაიხადეს.
ყველაზე ნაკლებს ამ ტიპის დაწესებულებებში 21-დან 30 წლამდე პირები ხარჯავენ, საშუალოდ 63,5 ლარს.
ტრანზაქციები აჩვენებს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წელს, ამ ინდუსტრიაში ჯამში 88 მილიონზე მეტი დაიხარჯა.
მონაცემების მიხედვით, ყველაზე აქტიურად სასტუმროებს 31-40 წლის ადამიანები სტუმრობენ. ხოლო მათ მიერ ბრენდირებულ სასტუმროებში, ჰოსტელებსა თუ მცირე და საოჯახო სასტუმროებში განხორციელებული ტრანზაქციები 393 ათასზე მეტია, მთლიანი დახარჯული თანხა კი 33 მილიონს აჭარბებს.
ამავდროულად, გაანალიზდა ტრანზაქციების რაოდენობა სქესის ჭრილში და აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ მამაკაცების მონაცემები ჭარბობს — რაოდენობა 586 ათასს აღემატება; ხოლო ქალების მაჩვენებელი დაახლოებით 455 ათასია. შესაბამისად, სხვაობა არც ისე დიდია.